ეროვნული არქივი 12-16 აპრილს საქმის წარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო ონლაინკურსს გამართავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 12-16 აპრილს საქმის წარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო ონლაინკურსს გამართავს.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 7 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.

,,საქმის წარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება, გაეცნოს ამ დარგის საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

კურსის თემატიკაა: დოკუმენტების შედგენა; დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და მართვა; ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება; დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია და სხვ.

კურსის ხანგრძილობაა 10 აკადემიური საათი. კურსის ღირებულებაა 150 ლარი.

სასწავლო კურსებზე რეგიტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/erovnuli-arkivi-atskhadebs-mighebas-sakmistsarmoebisa-da-saarkivo-sakmis-sastsavlo-kursze   “- ნათქვამია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები