ეკატერინე ტიკარაძე: დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული დიალიზის პაციენტებთან მიმართებაში. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. მათი აცრა მოხდება ადგილზე იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი გადიან დიალიზის თერაპიას. ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ადამიანები, რომლებიც არიან ორგანოგადანერგილები. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს და, შესაბამისად, იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები