კანადა AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წლამდე პირთა აცრას აჩერებს

კანადა “ასტრაზენეკა”-ს ვაქცინით 55 წლამდე პირების აცრას აჩერებს, ამის მიზეზი თრომბოზის წარმოქმნის საფრთხე გახდა.

როგორც ქვეყნის იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შელი დიკსმა განაცხადა, “პოტენციური რისკების გათვალისწინებით, არსებობს მნიშვნელოვანი გაურკვევლობა ამ ვაქცინის სარგებლობის 55 წლამდე პირებისთვის”.

პროვინცია მანითობეს ვაქცინის დანერგვის სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელმა, ექიმმა ჯოს რეიმერმა განაცხადა, “ასტრაზენეკა”-ს პრეპარატით აცრის შემდეგ, თრომბის წარმოქმნის ალბათობა შეადგენს 100 ათას აცრილზე ერთს, თუმცა, მისი თქმით, ადრე იყო ცნობილი, რომ აღნიშული ეფექტი შეინიშნება მილიონ შემთხვევაში ერთში.

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ “ასტრაზენეკა”-ს ვაქცინით 60 წლამდე პირთა აცრას გერმანია აჩერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები