კახა კალაძე: ვწუხვარ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კიდევ ერთი ადამიანი დააკლდა საქართველოს
თბილისის მერი, კახა კალაძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ვწუხვარ ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. დიდია მისი წვლილი ქართული ფოლკლორის განვითარებაში.
სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კიდევ ერთი ადამიანი დააკლდა საქართველოს.
მთელი გულით ვიზიარებ ბატონი ანზორის ოჯახის, მისი მეგობრების, მთელი საქართველოს მწუხარებას!”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.