დავით ზალკალიანი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისი და ტკივილია. ანზორ ერქომაიშვილი იყო მართლაც ეპოქალური პიროვნება, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართულ ფოლკლორს, ქართულ კულტურას, საქართველოს მსახურებას მიუძღვნა და მომავალ თაობებს საოცარი საგანძური დაუტოვა. ვუსამძიმრებ ბატონი ანზორის ოჯახსა და მთელს საქართველოს”, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები