სოფელ ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  47-წლამდე მამაკაცი გარდაცვლილია, რომელიც ამავე სოფლის მკვიდრია.

“ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი, იგი მარტო იმყოფებოდა. არავინ არ დაშავებულა. რა გახდა ავარიის მიზეზი, დეტალები არ ვიცი”,- აცხადებს სოფლის რწმუნებული ჯაბა სტამბოლიშვილი.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები