ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი სამუშაო ადგილები, პირველ ყოვლისა, რეგიონებში შეიქმნას

„ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი სამუშაო ადგილები, პირველ ყოვლისა, რეგიონებში შეიქმნას, ამიტომ, ყველა რეგიონში გვაქვს შესაბამისი ქონება, საკმაოდ დიდი ოდენობით წარმოდგენილი. ამ ქონების ნაწილი არის საინვესტიციო ვალდებულებით, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ტურიზმისთვის, ნაწილი თავისუფალია და მყიდველს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, რა განავითაროს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის ინფორმაციით, „წარმოდგენილი 150 ქონებიდან ნახევარზე მეტი სრულიად ახალი ობიექტია, რომელიც პირველად გამოდის გასაყიდად, დანარჩენი ისაა, რომლებიც აქამდეც იყო შეთავაზებული აუქციონზე, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ შეიცვალა საბაზრო რეალობა, ახლა ძალიან სოლიდური ფასდაკლებით – განახლებული ფასებით არის გამოტანილი. ვფიქრობთ, იქნება დიდი ინტერესი და დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება კონკურენცია აუქციონებზე,” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები