იუსტიციის მინისტრმა შშმ პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

“კანონმდებლობით დაცული უფლებები, უფრო ადაპტირებული გარემო, ხელმისაწვდომი სერვისები, დაცული უფლებები პენიტენციურ დაწესებულებებში – იუსტიციის მინისტრმა შშმ პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა”,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმა იმ ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2020 წელს მიღებული კანონით ეკისრება.

“იუსტიციის მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა იმ ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2020 წელს მიღებული კანონით ეკისრება. როგორც ცნობილია, ინოვაციური კანონმდებლობა განსაზღვრავს რიგ ვალდებულებებს სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსთან მიმართებით.

იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021 წელს იუსტიციის სამინისტრო 4 სტრატეგიული მიზნის ფარგლებში 8 ამოცანას შეასრულებს. სტრატეგიულ მიზნებს შორისაა:

-შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაცია;

-იუსტიციის სამინისტროს სისტემის სერვისებზე შშმ პირების ხელმისაწვდომობის გაზრდა;

-სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ადაპტირება;

-შშმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში, მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

-შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაცია;

-იუსტიციის სამინისტროს სისტემის სერვისებზე შშმ პირების ხელმისაწვდომობის გაზრდა;

-სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ადაპტირება;

-შშმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში, მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

– შემოღებულ იქნა „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპი და ამოქმედდა ვალდებულება, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობასა და ახალი სერვისების შემოღებასთან ერთად, დროის 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში განხორციელდეს უკვე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ამავე დროს, მოქმედებს „გონივრული მისადაგების“ პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.

-კანონს პირველად შემოაქვს „ქართული ჟესტური ენის“, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალების, განმარტება და ავალდებულებს სახელმწიფოს, აღიაროს იგი და შექმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია.

-ახალი კანონი ითვალისწინებს რეგულაციებს იმისათვის, რომ შშმ პირებისათვის სრულად იქნეს უზრუნველყოფილი სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა. ამისათვის იქმნება სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი. ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციები შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოში ყოველგვარი ბარიერისა და დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე შეძლებენ.

-კანონის ცხოვრებაში გატარების რეალური გარანტიების შესაქმნელად შემუშავდება ერთიანი 15-წლიანი სამთავრობო სტრატეგია. ამ სტრატეგიის საფუძველზე სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები და განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება ამავე პერიოდში საკუთარი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად. გარდა ამისა, სამთავრობო დონეზე შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი.

-კანონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, რათა გაიზარდოს საზოგადოებაში შშმ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცულობა და ჩამოყალიბდეს დისკრიმინაციისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი გარემო.

აღნიშნული კანონი მხარეთა კონსენსუსის შედეგია და სახელმწიფო უწყებებმა, შშმ პირთა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო დონორებმა და ექსპერტებმა დიდი შრომა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად. კანონის პირველადი პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც აერთიანებს 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

შშმ პირების უფლებების დასაცავად მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა გამომდინარეობს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს 2006 წლის კონვენციიდან, რომლის რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის ბოლოს მოახდინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები