ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე – ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან

“ჩემი ხედვაა ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, მინიმალური ბიუროკრატია როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე – რეგიონების დონეზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინებული მუშაობა, სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე, ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ. დღეს არის გაერთიანების დრო, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პრობლემები 90-იანი წლებიდან დაგროვდა და ეს არაა გამოწვეული მოკლე შოკებითა და არასწორი გადაწყვეტილებებით.

„ესაა პრობლემები, რომლებიც მემკვიდრეობით გვერგო და ამას სჭირდება გადაწყვეტა. მინდა, დაგიდასტუროთ სრული მზაობა თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გიცხადებთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები