სოზარ სუბარი: გამოვთქვამ იმედს, რომ კომპრომისებზე ოპოზიციაც წამოვა და იმ შეთანხმებას მივაღწევთ, რაც ქვეყანაში სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს შექმნის

“ოპოზიციის მიზანია, სიტუაცია არ დალაგდეს, რომ ვერც ეკონომიკაზე ვიფიქროთ, ვერც „კოვიდის“ დამარცხებაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარი იმედოვნებს, რომ კომპრომისებზე ოპოზიციაც წავა და შეთანხმება დაიდება.

„მათი მიზანია, სიტუაცია არ დალაგდეს, რომ ვერც ეკონომიკაზე ვიფიქროთ, ვერც „კოვიდის“ დამარცხებაზე, ვეღარც ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებზე, როგორიცაა საქართველოს განუხრელი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში. ისინი თავის შანსს მხოლოდ ამ შემთხვევაში ხედავენ, რომ, როგორმე, ეს ქვეყანა ხელში კიდევ ერთხელ ჩაიგდონ. დაველოდოთ, რას იტყვის ოპოზიცია და რა დოკუმენტი დაიდება. მაინც მგონია, რომ დღეს საღამოს თუ არა ხვალ მაინც დადგება ის დღე, როცა ყველაფერს ფარდა აეხდება და ის გადამწყვეტი მომენტი მოახლოვდება, როცა ყველაფერი ხმამაღლა ითქმევა. მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ კომპრომისებზე ოპოზიციაც წამოვა და იმ შეთანხმებას მივაღწევთ, რაც ქვეყანაში სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს შექმნის“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები