რატომ უხდის ნიკა მელიას გირაოს – ბესიკ ბოგველი განმარტებას აკეთებს

“ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ ყოვლისა, არის საქართველოს მოქალაქე და, შესაბამისად, თანაგრძნობაც არის”, – ასე უპასუხა „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა, ბესიკ ბოგველმა ჟურნალისტების კითხვას: “რატომ გადაწყვიტეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 40 000-ლარიანი გირაო გადაუხადოთ?”.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ფსიქოლოგს არ შეიძლება, ვინმეს მიმართ ანტიპათია ჰქონდეს.

„მთელი ღამე არჩევდნენ, ვისი კაცი ვარ, რეკავდნენ იქეთ, აქეთ. ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება, პოზიცია ჰქონდეს ფსიქოლოგს?! ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ ყოვლისა, არის საქართველოს მოქალაქე და, შესაბამისად, თანაგრძნობაც არის. ვხედავ, რომ პროცესები ძალიან ცუდად მიდის, რის გამოც შესაძლოა, ქვეყანაში რაციონალიზმი დაიკარგოს, ფსიქოლოგს არ შეიძლება, ვინმეს მიმართ ანტიპათია ჰქონდეს“, – განაცხადა ბოგველმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა, ბესიკ ბოგველმა გამოთქვა, რაც, მისივე შეფასებით, ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია. ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რითაც 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, გირაო არის ანულირებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები