ზაზა კევლიშვილი – გვარამიაზე: არხს ხურავს ანუ?
მუსიკოსი, ზაზა კევლიშვილი ნიკა გვარამიას გუშინდელ მონოლოგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,გვარამიამ თქვა, ზიზღის ენა და ფრქვევა უნდა შევწყვიტოთო. არხს ხურავს ანუ?”, – წერს ზაზა კევლიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ ,,მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ,,ფეისბუქზე” დაწერა: ,,დღეს ,,მთავარ აქცენტებში” მხოლოდ ჩემი მონოლოგი. ასე აღარ შეიძლება. ეს უნდა დამთავრდეს”.