ივერი მელაშვილი: აბსოლუტურად ყველა ბრალდება, რაც საქმეშია, იმდენად შეუსაბამოა, რომ კითხვას აჩენს

“აბსოლუტურად ყველა ბრალდება, რაც საქმეშია, იმდენად შეუსაბამოა, რომ კითხვას აჩენს”, – ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ დაახლოებით 1990-იანი წლების ბოლოს ჩატარდა რუკის ანალიზი, რა დროსაც მის არავარგისიანობაში დარწმუნდნენ.

„აბსოლუტურად ყველა ბრალდება, რაც საქმეშია, იმდენად შეუსაბამოა, რომ კითხვას აჩენს. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთა. წინასაარჩევნო პროცესი იყო, როდესაც მოხდა ბრალდების წამოყენება, დაკავება. თავი რომ დავანებოთ მელაშვილსა და ილიჩოვას, შედეგი არის, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან საქართველოს უფუჭდება ურთიერთობა, უბრალოდ, ჩემი ანალიზის საფუძველი მაძლევს ამის თქმის უფლებას.

თავიდანვე მაქვს გაკეთებული განცხადება, რომ ამ რუკის გამოყენებაზე, თავიდანვე ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს თუ 2 000 წელი იყო, როდესაც ეს რუკა ვნახე და მაშინ ჩავუტარეთ ანალიზი. ეს არის პრაქტიკულად ექსპერტიზა და მაშინ დავრწმუნდით მის უვარგისობაში,” – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები