ირაკლი კობახიძე: ივანიშვილისა და სააკაშვილის ერთ ტონალობაში ხსენება შეურაცხყოფაა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით,  ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ერთსა და იმავე ტონალობაში ხსენება შეურაცხყოფაა.

​”როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ეს სინამდვილის გამრუდებაა. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან და ეს სპეკულაციური განცხადებაა, პირდაპირ ასე ვიტყოდი. ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება იმსხვერპლა. ამ რეჟიმმა დაგვაკარგვინა ჩვენი ქვეყნის 20%. მეორე მხარეს კი არის ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ქვეყანაში აღკვეთა. როდესაც ერთსა და იმავე ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს, ეს შეურაცხყოფაა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები