ინდონეზიაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

ინდონეზიაში, დასავლეთ იავას პროვინციაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანია დაშავებული, მათგან ხუთი არის მძიმედ, ხოლო 23 – საშუალოდ დაშავებული.

ქარხნის მიმდებარე დასახლებებიდან ათასამდე პირის ევაკუაცია განხორციელდა.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები