“ვითხოვ, ცილისმწამებელს ორღობეში ჰქონდეს ადგილი და ჭორიკანას, უწმინდურს არ ჰქონდეს ადგილი ეკლესიაში” – პეტრე ცაავა

“მიტროპოლიტი სტეფანე ვალდებულია სჯულის კანონის თანახმად ცილისწამებაზე პასუხისმგებლობა აიღოს”,- ასე პასუხობს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ეპარქიის ახალი მმართველის, მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის ბრალდებებს.

პეტრე ცაავას თქმით, უწმინდურს ეკლესიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

“მიტროპოლიტი სტეფანე ვალდებულია სჯულის კანონის თანახმად პასუხისმგებლობა აიღოს ამ ცილისწამებაზე. გაუმართლებელს ვერ გაამართლებს ვერავინ. მე ვითხოვ აუცილებლად კანონიკური სამართლის მიხედვით, ცილისმწამებელს ორღობეში ჰქონდეს ადგილი და ჭორიკანას, უწმინდურს ასევე არ ჰქონდეს ადგილი ეკლესიაში”, – აცხადებს პეტრე ცაავა.

ცნობისთვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავას ცრუ უწოდა და ეპარქიაში ამბოხის მოწყობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები