“მიწა გვეცლება ფეხქვეშ” – ვაშლიჯვრის მოსახლეობამ აქცია გამართა

“მიწა გვეცლება ფეხქვეშ”, “თბილისი გვენგრევა თავზე” – ამ ლოზუნგებით ერთ-ერთ სკვერში მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ვაშლიჯვრის მოსახლეობამ აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები მერიას მიმართავენ და მოითხოვენ კონკრეტულ გეგმას, როგორ აპირებენ შესაბამისი სამსახურები არსებული საფრთხის განეიტრალებას და მეწყრული პროცესის მართვას.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია, გამოცხადდეს მორატორიუმი ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, შეჩერდეს მშენებლობა გზის როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილზე და მთავრობამ უზრუნველყოს მეწყრული მასის 24-საათიანი რეალური მონიტორინგი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები