თამარ გაბუნია: თუ ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ვაქცინაცია შეუძლია, არ იაქტიურებს, მაშინ მოსახლეობის ის ნაწილი აიცრება ვინც ვაქცინას ენდობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ თუ ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ვაქცინაცია ამ ეტაპზე შეუძლია და არ დარეგისტრირდა პორტალზე, დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია და აიცრება მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც ვაქცინას ენდობა.

“ჯერ მაინც ვცდილობთ, გავყვეთ რისკის პროფილის წინასწარ დადგენილ ჯგუფებს, თუმცა, თუ შევხედავთ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფშიც აქტივობა არ იქნა მაღალი, რა თქმა უნდა, მეტი გახსნილობა იქნება, რომ მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც ვაქცინაციას ენდობა ჩაერთოს პროცესში.

ამის პარალელურად, გაგრძელდება აქტიური მუშაობა მაღალი რისკის ჯგუფებთან. ნდობა მოსახლეობაში უნდა გაიზარდოს. დღეს მაღალი ჩართვა არ არის, ნამდვილად გვქონდა, მოლოდინი, რომ მეტი ადამიანი დარეგისტრირდებოდა და ჩაერთვებოდა პროგრამაში, თუმცა ასე არ მოხდა”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები