თამარ გაბუნია: უკვე 100-მდე ცნობადი სახე გამოგვეხმაურა და გამოხატა ინტერესი, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს
“უკვე 100-მდე ცნობადი სახე გამოგვეხმაურა და გამოხატა ინტერესი, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ცნობადი სახეების ვაქცინაცია საჯაროდ მოხდება.
“ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ამ შემთხვევაში მაგალითის ძალა არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ცნობადი სახეების ჩართულობა, უკვე 100-მდე ადამიანი გამოგვეხმაურა და გამოხატა ინტერესი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს. შესაბამისად, დაიგეგმება ამ ტიპის საპრომოციო აცრები ისე, რომ ცნობადი სახეების ვაქცინაცია საჯაროდ მოხდეს”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.