აშშ-ის საელჩო: სასიხარულოა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს
„შეერთებული შტატები ამაყობს, რომ COVAX-ისა ($4 მილიარდი) და UNICEF-ის უმსხვილესი დონორია“, – ამ ტექსტით გამოეხმაურა ამერიკის საელჩო Pfizer-ის ვაქცინის საქართველოში შემოტანას.
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა, რაც COVID-19-თან საბრძოლველად გვაქვს.
“ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა,რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად. სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ COVAX-ისა ($4 მილიარდი) და UNICEF-ის უმსხვილესი დონორია. ისინი ეხმარებიან ვაქცინების მიწოდებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
,,ფაიზერის,, ვაქცინა საქართველოში უკვე შემოვიდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.