თამარ გაბუნია: საინფორმაციო კამპანია, ცნობადი სახეების მონაწილეობა ვაქცინაციის პროცესში, ვფიქრობ, უფრო აქტიურად უნდა წავიდეს წინ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პრიცესისთვის საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, დიდი აქტივობა ამ დროისთვის არ შეინიშნება.
„ვერ გეტყვით, რამდენად დიდი იქნება მოლოდინი Pfizer-ის ვაქცინაზე. მოქალაქეების გარკვეული ნაწილი შესაძლოა, მეტად დადებითად იყოს განწყობილი Pfizer-ის მიმართ, გარკვეული ნაწილი AstraZeneca-ს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პორტალი გაიხსნა, დიდი აქტივობა ამ დროისთვის არ შეინიშნება. საინფორმაციო კამპანია, ცნობადი სახეების მონაწილეობა ვაქცინაციის პროცესში, ვფიქრობ უფრო აქტიურად უნდა წავიდეს წინ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.