თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა.

წულუკიანის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მოადგილეები კი სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.

“მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე იქნება, რომელიც პატივსაცემი ასაკის ადამიანია, მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილება, ასევე, პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. გახლავთ კარიერული დიპლომატი, დიპლომატიურ სამსახურშია და 1993 წლიდან ემსახურება საქართველოს. საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს ის იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანლის თანამდებობას. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი. ის იყო ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სანმარინოსა და მალტაზე.

მოადგილეები სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.

სოსო გიორგაძე პროფესიონალი იურისტია. სხვადასხვა დროს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება იოსებ ბაღათურიას, ის გამოცდილი იურისტია, გახლავთ სოციალურ-მეცნიერებათა დოქტორი”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები