მარინა ენდელაძე: პანდემიისგან თავდაცვის საშუალება არის ვაქცინაცია და პარალელურად – მედიკამენტი, ჯერ მედიკამენტი არ გვაქვს, დარჩა ვაქცინაცია

“იმუნიზაციის გარეშე ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიისგან თავდაცვის საშუალება ვაქცინაციაა.

“იმუნიზაციის გარეშე ჩვენ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. ახლა, მით უმეტეს, პერიოდია, რომ მთელი მსოფლიო ელოდება უკვე მესამე ეტაპს, როდესაც შეიძლება, ისევ იყოს მატება და ყველასათვის და მსოფლიოში ზოგადად მიღებულია, რომ  პანდემიისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია და პარალელურად – მედიკამენტი. ჯერ მედიკამენტი არ გვაქვს, დარჩა ვაქცინაცია“, – აცხადებს მარინა ენდელაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები