ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი დაიწყო

ბრიუსელში ნატო-ს 30 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პანდემიის დაწყებიდან პირველად, პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

მინისტერიალში ასევე მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სახელმწიფო მდივანი – ენტონი ბლინკენი.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 22 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მინისტერიალის ძირითადი თემები იქნება “ნატო -2030” კონცეფციის ფარგლებში ალიანსის რესტრუქტურიზაციის განხილვა, რომელმაც ორგანიზაცია მომავლის გამოწვევებისთვის უნდა შეამზადოს, გაიმართება დისკუსიები ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საკითხზე, ასევე, რუსეთთან ურთიერთობების თემაზე.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა (23-24 მარტი) ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა სამიტის წინ იმართება, რომელიც 25-26 მარტს არის დაგეგმილი. სამიტზე რუსეთთან ურთიერთობების გადაფასება მოხდება.

ბლინკენის მონაწილეობით ნატო-ს მინისტერიალის პირველ შეხვედრაზე ცალკე სესია დაეთმობა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ხვალ გაიმართება. მასში მიწვეულნი არიან ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი და ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის წევრები, მაგრამ არა – ნატო-ს წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები