თამარ გაბუნია: რეგულაციები, რომლებიც ბიზნეს-გარემოში ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის არის, გადახედვას არ ექვემდებარება, რადგან ეპიდემიურ რეჟიმში ცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს
“რეგულაციები, რომლებიც ბიზნეს-გარემოში ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის არის, გადახედვას არ ექვემდებარება, რადგან ეპიდემიურ რეჟიმში ცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეპიდემიაზე კონტროლის შენარჩუნება აუცილებელია.
„რაც შეეხება იმ რეგულაციებს, რომლებიც ბიზნეს-გარემოში ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის არის, გადახედვას არ ექვემდებარება, რადგან ეპიდემიურ რეჟიმში ცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს, სულ მცირე, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი მაინც. აქედან გამომდინარე, ბიზნეს-გარემოში ეს არის ის სტანდარტული რუტინა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ამ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ, ზოგადად რეგულაციების მოხსნაზე, გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე მცირე შეზღუდვები რჩება, რაც ისევ ეპიდემიოლოგიური მიზნებიდან გამომდინარეობს. ამდენად, აქ, ეტაპობრიობა და ეპიდემიური კონტროლი აუცილებლად შენარჩუნდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.