არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან, გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.
როგორც თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეეძლოთ საზოგადოებასთან და გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება.
“21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. წელს მთავარი გზავნილი კავშირების და მონაწილეობის გაუმჯობესებაა, რადგან კოვიდ19-ის პანდემიამ დამატებითი სირთულე და ბარიერები შეუქმნა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს.
ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან, გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება”,- წერს თალაკვაძე.