ეკატერინე ტიკარაძე: ანაფილაქსიური რეაქცია არ არის გართულება, რომელიც მხოლოდ ვაქცინაციას შეიძლება ახლდეს

ანაფილაქსიური რეაქცია არ არის გართულება, რომელიც მხოლოდ ვაქცინაციას შეიძლება ახლდეს, ეს გართულებაა, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი 7 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 41 შემთხვევაში დაფიქსირდა უკუჩვენება.

მისივე თქმით, არცერთი მათგანი ლეტალურად არ დამთავრებულა.

„აღსანიშნავია, რომ ეს არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას, ან კონკრეტულად „ასტრაზენეკას“, ეს არის ერთ-ერთი ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში. ჩვენ შევისწავლეთ ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და წლის მანძილზე, ჩვენ გვაქვს 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც უბრალოდ არ ხდება საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი. ჩვენ ასევე, გვაქვს სტატისტიკური მონაცემები „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, როცა 7 მილიონ ვაქცინრებულ ადამიანზე მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება მოხდა და ამ 41 შემთხვევიდან არცერთი არ ყოფილა ლეტალური, აქედან გამომდინარე, ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ პროცესი შეჩერდეს და მას გარკვეული რისკები შეექმნას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია დღეს დაუფიქსირდა. ის ცოტა ხნის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ შეიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები