ატრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია – ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, იტალიამ და საფრანგეთმა შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი აცრილ პაციენტებში თრომბის განვითარების დაუზუსტებელი შემთხვევების გამო.

თავად კომპანია „ასტრაზენეკა“ ამ დრომდე აცხადებს, რომ 17 მილიონი ადამიანის მონაცემების გადამოწმების შედეგად, რომელთაც კორონავირუსის წინააღმდეგ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღეს, არ გამოვლენილა თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკის რაიმე მტკიცებულება.

„ასტრაზენეკას“ ცნობით, ამ დროისთვის დაფიქსირდა ღრმა ვენის თრომბის 15 და ფილტვების ემბოლიის 22 შემთხვევა, რაც ძირითადად მსგავსია სხვა ავტორიზებული ვაქცინების შემთხვევაშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები