კომაში ჩავარდნილი ექთანი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

27 წლის ექთანი, რომელიც ახალციხის „კლინიკაში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადმოიყვანეს.

პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ კატასტროფის ბრიგადამ შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები