ამირან გამყრელიძე: ახალციხეში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
“სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა და პროცესში ჩართულები არიან იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის წევრები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ახალციხეში კოვიდზე აცრილი ექთნის შემთხვევაზე განაცხადა, რომელსაც მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.
მისივე თქმით, მიზეზშედეგობრივ კავშირებზე ამ ეტაპზე ლაპარაკი შეუძლებელია, სანამ მოკვლევა არ დასრულდება.
“სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა და პროცესში ჩართულები არიან იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის წევრები. მიზეზშედეგობრივ კავშირებზე ამ ეტაპზე ლაპარაკი შეუძლებელია, სანამ მოკვლევა არ დასრულდება.
ამ ეტაპისთვის რაც შემიძლია, გითხრათ, ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, ის რეანიმაციაშია და კატასტროფის ბრიგადას გადმოჰყავს თბილისში. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანს დაუყოვნებლივი რეაქცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა.