ბიძინა კულუმბეგოვმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა – “ამით ჩემთვის პანდემია დასრულებულია”
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა.
“ამით ჩემთვის პანდემია დასრულებულია”, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე, აცრილია 1842 პირი.