ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართება.
სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა უკვე გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.