თამარ გაბუნია: ჩვენ არ ვართ მაღალი რისკის დონე, როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინას გავიკეთებთ

“ჩვენ არ ვართ მაღალი რისკის დონე, როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინას გავიკეთებთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით  უფრო მეტად არის მიზანშეწონილი, რომ ვაქცინა მაღალი რისკის პერსონალმა გაიკეთოს.

„ჩვენ ვართ ჯანდაცვის სფეროს მუშაკების კატეგორიაში, თუმცა, ამ კატეგორიაში არის კიდევ რამდენიმე შიდა რისკების დონე – ჩვენ არ ვართ მაღალი რისკის დონე. როგორც კი ჩვენი დრო მოვა, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინას გავიკეთებთ. უბრალოდ, ჯერჯერობით, უფრო მეტად არის მიზანშეწონილი, რომ ვაქცინა გაიკეთოს მაღალი რისკის პერსონალმა – რეანიმაციაში, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები