კახა კუჭავა – ,,ტვ პირველზე”: წყარო არ უნდა გაითქვას, ეს არის თქვენი უფლება
“წყარო არ უნდა გაითქვას, ეს არის თქვენი უფლება”, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ „ტვ პირველთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, პროკურატურა ტელევიზიაში შესვლას არ აპირებს.
„წყარო არ უნდა გაითქვას, ეს არის თქვენი უფლება. ფაქტი ერთია, გუშინ მე რაც მოვისმინე, იყო საუბარი, რომ აი, ახლა უნდა შემოვარდნენ. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ არაფერ მსგავსს არ აკეთებენ. სულ ეს არის, რაც ვიცი მეც და მათი ქმედებებიც ამაზე მიუთითებს.
რაც უნდა ამაზე ვისაუბროთ, სპეკულაციურად გამოვიყენოთ, ფაქტი არის ერთი – პროკურატურის პირდაპირი განცხადებაა, რომ არ აპირებენ არაფერს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.