დავით ქართველიშვილი: გვარამიას კანტორამ ვერ გათვალა, რომ პატრიკ დაუნს კვლავ გავრილოვისა და ნარიშკინის ყურები უჩანს
“გვარამიას კანტორამ ვერ გათვალა, რომ პატრიკ დაუნს კვლავ გავრილოვისა და ნარიშკინის ყურები უჩანს”, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როგორც ჩანს – დადებითი გადაწყვეტილების საფასურად, რუსეთის აგენტ დაუნის ამჟამად ზემოხსებებული “საჭადრაკო პარტიის” გათამაშება სთხოვეს.
,,გუშინწინ უბრალოდ ვივარაუდე და ვიკითხე: “თუ აქამდე დეპუტატ გავრილოვსა და დაზვერვის შეფ ნარიშკინთან ეს უნიჭო პარტიები “ჩაპაევისა” და შაშის სფეროებს მიეკუთვნებოდა – წარმომიდგენია, ჭადრაკზე რომ გადავლენ, რა სიამოვნება გველოდება წინ. საქმე ისაა, რომ სპორტის ეს სახეობა მხოლოდ Е2 – Е4 სვლის დონეზე აქვთ აპრობირებული კიეველი “ოსტაპ ბენდერის” მიმდევრებს, ასე რომ, არ გადართოთ”…
და აი ისიც, ანუ – ჭადრაკი (ეხლა კი მივხვდი, როგორ დააკლდათ ნაცებს გიგა ბოკერიას გენეტიკური ნიჭი). ოღონდ, მე ამ დეტექტიური ისტორიის “გლავკანალაზიციისაგან” განსხვავებულ ვერსიას წარმოგიდგენთ. მანამდე კი “დაზარალებულის” ჩვენება. მაშ ასე, პატრიკ დაუნი, ბერა ივანიშვილის ყოფილი ინგლისურის მასწავლებელი: “მე არ ვიცოდი რომ მოწამლული ვიყავი, სანამ წვეულებიდან ერთი საათის შემდეგ, ბერა უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ანზორ ჩუბინიძესთან ერთად არ მოვიდა და თავად არ მითხრა. შემდეგ შევიტყვე, მანამდე მსგავსი რამ სხვა მასწავლებლებსაც გაუკეთეს. არ ვიცი, ეს ბიჭების იდეა იყო თუ ბიძინასი. იმ საღამოს ძალიან ცუდად ვიყავი. შემდეგ დილით დამირეკა ირაკლი ღარიბაშვილმა და მითხრა, რომ ჩემს კონტრაქტს აღარ განაახლებდნენ. არადა, ამ ამბამდე 5-6 დღით ადრე ბიძინამ მითხრა, რომ მომდევნო ერთი წელი კიდევ ვიმუშავებდი”. მაშ ასე, ,,გლავკანალმა” კვლავ ერთად შეკრიბა არასრულწლოვანებზე “ჯგუფურად მოძალადე” ფიგურანტები – ბიძინა და ბერა ივანიშვილები, ანზორ ჩუბინიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ამჯერად უკვე, როგორც მასწავლებლების მომწამვლელი ცნობილი “სერიული მანიაკები”. ერთადერთი, რაც ვერ გათვალა გვარამიას კანტორამ – რომ პატრიკ დაუნს კვლავ გავრილოვისა და ნარიშკინის ყურები უჩანს. მან უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთში “არადემოკრატიული ამერიკისაგან” პოლიტიკური თავშესაფარი მოიპოვა. როგორც ჩანს – დადებითი გადაწყვეტილების საფასურად, რუსეთის აგენტ დაუნის ამჟამად ზემოხსებებული “საჭადრაკო პარტიის” გათამაშება სთხოვეს… ხოლო ჩემი, არანაკლებად ფანტასტიური ვერსია შემდეგია – პატრუშევმა, სააკაშვილის მეშვეობით, ივანიშვილების ოჯახში ინგლისურის მასწავლებლის ლეგენდირებით, რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტი პატრიკ დაუნი ჩანერგა, კოდური საძახილით “ბალაკლავა”. ერთხელაც, უტამ და ბერამ ის თავისი სახლის სარდაფში გამოიჭირეს, ლუბიანკაზე რაციით დაშიფრული ტექსტის გადაცემის პროცესში, და როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტებმა, რუსეთის აგენტის ნეიტრალიზაცია განიზრახეს,”- აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ,,პირველმა” ბერა ივანიშვილის ფარული ჩანაწერები გაავრცელა. გუშინ კი ტელეკომპანია ,,მთავარის” ეთერში ივანიშვილების ოჯახის ყოფილი მასწავლებლის ინტერვიუ.