თამარ გაბუნია: მარტის ბოლომდე ვაქცინების რა დოზასაც მივიღებთ, საკმარისია იმისთვის, რომ სრულად აიცრას მედპერსონალი
“მარტის ბოლომდე ვაქცინების რა დოზასაც მივიღებთ, საკმარისია მედპერსონალის სრულად ასაცრელად”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე სამედიცინო პერსონალის 57 000 წევრი აიცრება.
,,ყველა სამედიცინო პერსონალი იქნება ინფორმირებული, როდის და რა ადგილას უნდა მივიდეს, რათა ჩაიტაროს ვაქცინაცია. აქვე მოხდება მეორე ვიზიტის დადგეგმვაც. ჩვენ მარტის ბოლომდე ვაქცინების რა დოზასაც მივიღებთ, საკმარისია იმისთვის, რომ სრულად აიცრას მედპერსონალი. 57 ათასი ადამიანია მედპერსონალის პირველ პრიორიტეტულ ჯგუფში. შემდეგ მალევე გვექნება შესაძლებლობა, მოვიცვათ ის 2 000 ადამიანი, ვინც გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარი და სამედიცინო პერსონალია“, – განაცხადა გაბუნიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ,,ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 ათასი დოზა 13 მარტიდან შემოვა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება.