თეა წულუკიანი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიას სამუშაო ვიზიტით ეწვია

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. სამუშაო შეხვედრები ამჯერად კულტურის სფეროში მოქმედ სამ უმაღლეს სასწავლებელში: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა.

სამივე უმაღლესმა სასწავლებელმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ინფრასტრუქტურა და ის საკითხები გააცნო, რომელთა გადაჭრაც, მათი აზრით, მნიშვნელოვანია ხარისხიანი უმაღლესი განათლების უზრუნველსაყოფად. კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე ასევე აღინიშნა, რომ სამივე უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას უჭერს მხარს და, ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოდელის პროექტიც უკვე შემუშავებული აქვთ.

გადაწყდა, რომ მოდელის პროექტის განხილვა უახლოეს მომავალში შედგება, რათა მომდევნო ეტაპზე შინაარსიანი და მიზანზე ორიენტირებული დისკუსიები განათლების სამინისტროს შესაბამის დაწესებულებებთან შედგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები