დავით სერგეენკო: ევროპარლამენტის მოწოდებები მაღალი სიზუსტით იმეორებს ჩვენს პოზიციას

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

სერგეენკოს თქმით, ევროპარლამენტის მოწოდებები მათ პოზიციას მაღალი სიზუსტით იმეორებს.

“ევროპარლამენტის მხრიდან ძირითადი მოწოდებები რაც იყო, მაღალი სიზუსტით იმეორებს ჩვენს პოზიციასაც და შეიძლება, ერთ თემაში ინტეგრირდეს – ორმხრივი კომპრომისები და მოლაპარაკება არის გზა იმისთვის, რომ პარლამენტმა გამართულად იმუშაოს. პარლამენტი ვერ იმუშავებს გამართულად, თუ მასში სრულყოფილად არ იქნა პოლიტიკური სპექტრი წარმოდგენილი, რომელსაც მოსახლეობამ ამა თუ იმ რაოდენობრივი პარამეტრებით ნდობა გამოუცხადა”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები