შალვა ნათელაშვილი: ოპოზიციასთან დალაპარაკების მორალური რესურსი არ დარჩათ
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, უმრავლესობას ოპოზიციასთან დალაპარაკების მორალური რესურსი არ დარჩა.
ნათელაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გუშინ გასულ ჩანაწერზეც გააკეთა კომენტარი.
“კომპრომისზე რომ ოპოზიცია მზად არის, იქიდანაც ჩანს, რომ დავუჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა ამას დასჭირდა ევროპის პრეზიდენტის შუამავლობა. ისე მათ ხალხთან და ოპოზიციასთან დალაპარაკების მორალური რესურსი არ დარჩათ. ის, რომ რამდენიმე დღეში კვანძი გაიხსნება და ოპოზიცია მათ ჭკუაზე ივლის, ეს ისეთივე თავის მოტყუებაა, როგორც 2010 წელს რომ იყო ეს ჩანაწერი გაკეთებული. გადადგეს დღესვე, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი, მაგრამ თუ ის მოხდა, რომ წამოვიდა, ნუ ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ?! ტერორისტებს ხომ ელაპარაკებიან, როცა მათ მძევლები ჰყავთ აყვანილი, მძევლების უსაფრთხოებისათვის და დღეს ქვეყანა და ჩვენი შვილებია მათი მძევალი. უნდა ვუთხრათ დროზე წადი და დროზე ახალი არჩევნები”, – განაცხადა ნათელაშვილმა.