სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობას მართავენ

საქართველოს პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება.

სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნაა ტელეკომპანია “პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა და მათი თანამდებობიდან გადადგომა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები