“პირს რომ მოიქაფებთ, ახალი “ჩანაწერების” მონტაჟით დაკავდით, ვიდრე საბოლოოდ არ დარწმუნდებით, რომ მოდელირებული პროტესტი მოდელირებული ქრონიკის რეციდივია” – ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილს

 

„2-3 დღეში, ისევ რომ გაასხამთ, დასხედით გვარამიას ეთერში და უმტკიცეთ ერთმანეთს, რომ ღირსება არ აქვს ხალხს, რახან არ ჭამა მორიგი სიყალბე, არ აგყვათ და არ ჩაგაშლევინათ მოლაპარაკება”, – წერს POSTV-ის დირექტორი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში და მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

„გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი და რატომ გაასხამს მორიგ ჯერზე ყალბ ამბავზე დაშენებული ტელე-ბაბლი? არამარტო ჟანრის, ფიზიკის კანონები მოითხოვს, რომ ხელისუფლების თავგასულობის ნიადაგზე საზოგადოებრივი პროტესტის გამოწვევისთვის აუცილებელი პირობა მსხვერპლის არსებობაა. ნამდვილის და არა გამოგონილის. შენივე მაგალითზე გაგახსენო? ჯერ სასაფლაოზე ვპოულობთ სანდროს ნაწამებ ცხედარს და მერე, ახალიების, ვანოს და მისი ცოლის გავლით, გვიან, მაგრამ მაინც მოვდივართ შენამდე, არაკაცო! ჯერ ბუტას ხვრეტენ დიდუბეში და მერე, დონაძეების გავლით, გვიან, მაგრამ მაინც მივდივართ ოქრუაშვილამდე. გავაგრძელო? და შენ რას აკეთებ? ჯერ “პოულობ”, ძერწავ ანზორ ჩუბინიძე-კადიროვს და გვარწმუნებ, რომ მსხვერპლი თავისთავადი მოცემულობაა და აღარ არის საჭირო მისი იდენტიფიცირება. მსხვერპლის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. იცი, რატომ აკეთებ ამას? იმიტომ რომ ხალხი ბრბო და უტვინო ჯოგი გგონია. აი, ახლა, 2-3 დღეში, ისევ რომ გაასხამთ, დასხედით გვარამიას ეთერში და უმტკიცეთ ერთმანეთს, რომ ღირსება არ აქვს ხალხს, რახან არ ჭამა მორიგი სიყალბე, არ აგყვათ და არ ჩაგაშლევინათ მოლაპარაკება. პირს რომ მოიქაფებთ, ახალი “ჩანაწერების” მონტაჟით დაკავდით, ვიდრე საბოლოოდ არ დარწმუნდებით, რომ მოდელირებული პროტესტი მოდელირებული ქრონიკის რეციდივია, რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან ბმა და შეხება არ აქვს და არ შეიძლება, ჰქონდეს!“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები