თამარ გაბუნია: საქართველოს ექნება საშუალება, რომ „ნოვოვაქსის“ ვაქცინაც გაჩნდეს აცრის კალენდარში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოს ექნება საშუალება, რომ „ნოვოვაქსის“ ვაქცინაც გაჩნდეს აცრის კალენდარში.
თამარ გაბუნიას თქმით, „ნოვოვაქსის“ ვაქცინა „კოვაქსის“ პლატფორმაზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.
,,სიახლეა ისიც, რომ „ნოვოვაქსის“ ვაქცინა გამოჩნდება „კოვაქსის“ პლატფორმაზე უახლოეს პერიოდში. ჩვენ უკვე მივიღეთ წინადადება იმის შესახებ, რომ გავითვალისწინოთ „ნოვოვაქსი“ ჩვენი აცრის სქემაში. რა თქმა უნდა, ამ წინადადებას საქართველო დაეთანხმება და უკვე გვექნება საშუალება, რომ „ნოვოვაქსიც“ გაჩნდეს ჩვენი აცრის კალენდარში, როგორც კი ის იქნება ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.