ჰანს კლუგე: დღესაც გვაქვს კომუნიკაცია UNICEF-თან და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ ვაქცინის მიწოდების თარიღი, რადგან შესყიდვა უკვე გაფორმებულია

“დღესაც გვაქვს კომუნიკაცია იუნისეფ-სა (UNICEF) და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ მიწოდების თარიღი, რადგან შესყიდვა უკვე გაფორმებულია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შორის ამ საკითხზე გასულ კვირას სატელეფონო კონფერენცია შედგა.

„ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და მთავრობამ შეასრულეს ყველა ვალდებულება. პრესაში იყო რაღაც განსხვავებული გზავნილები, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, ქვეყანამ ნამდვილად უპასუხეს ყველა ვალდებულებას. „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, მაგრამ ეს რთული პროცესია. პირველი მიწოდება მსოფლიოს მაშტაბით უკვე დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირებში ეს ყველა რეგიონში მოხდება.

დღესაც გვაქვს კომუნიკაცია იუნისეფ-სა (UNICEF) და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ მიწოდების თარიღი, რადგან შესყიდვა უკვე გაფორმებულია. ამიტომ, ხალხისადმი გზავნილი არის, დაიცვან წესები და სჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველანი ნამდვილად ვმუშაობთ, რომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად იყოს ქვეყანაში“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები