“სად არის ვაქცინა” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

“სად არის ვაქცინა” – ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პასუხი გაეცეს კითხვებს – სად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ იგვიანებს მისი შემოტანის პროცესი.

“დღევანდელი აქცია-პერფორმანსი არის მდუმარე აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს პროტესტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს იმ უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით გამოიჩინა ჩვენმა მთავრობამ. ეს არ არის უნიათობა, ეს არ არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის სურვილის არქონა”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები