ხატია დეკანოიძე: პიკეტირება დღეს არ ყოფილა და პიკეტირება არ იქნება

“პიკეტირება დღეს არ ყოფილა და პიკეტირება არ იქნება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის მედიაციით დაწყებული პროცესი პატარა, მაგრამ მაინც მიღწევაა.

„გვაქვს პროტესტის უფლება და იმის უფლებას არ მივცემთ, რომ რაღაც სხვა რიტორიკა და პროპაგანდა შემოგვთავაზონ. ჩვენ ვისაუბრებთ ასევე აქციების სხვადასხვა მოდიფიკაციაზე. ვიმსჯელეთ ფორმებზე, პიკეტირება დღეს არ ყოფილა და პიკეტირება არ იქნება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები