ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლის გარეშე საარჩევნო ბარიერი ფიზიკურად ვერ დაიწევს, კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიიღონ

“რაც  უნდა საბოტაჟის რეჟიმში იყო, ლოგიკა არ არსებობს, პარლამენტში არ მოხვიდე და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, რადგან ცვლილებას 113 ხმა სჭირდება.

„იმედია, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან, რესურს გამონახავენ, რომ ბარიერის დაწევის მიზნით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ. თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებას, რამდენად ლოგიკურია-რაც არ უნდა საბოტაჟის რეჟიმში იყო, კენჭისყრაში მაინც არ მიიღო მონაწილეობა და მხარი არ დაუჭირო იმას, რაც ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესების განვითარებას. რაც  უნდა საბოტაჟის რეჟიმში იყო, ლოგიკა არ არსებობს, პარლამენტში არ მოხვიდე და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, მზად ვართ კონსულტაციებისთვის. ამ ცვლილებას სჭირდება 113 ხმა, რაც გააჩნია ორ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასა და „ქართულ ოცნებას“. მათი შემოსვლის გარეშე საარჩევნო ბარიერი ფიზიკურად ვერ დაიწევს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები