არჩილ თალაკვაძე შარლ მიშელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის გამოვლინებაა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას და ვაქცინის მოწოდების საკითხს. არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად შეეცდება საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების პროცესის დაჩქარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები