ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვაპირებთ, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ოფიციალურად ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე; ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ერთიანი ძალისხმევით ეს გახდეს შესაძლებელი ჩვენი ქვეყნისთვის

“ჩვენ ვაპირებთ, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ოფიციალურად ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ იქნება იოლი გზა, ეს იქნება რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი.

„ჩვენი ხალხის საერთო არჩევანი და ამოცანა არის დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, საბოლოო, სრულფასოვანი გაწევრიანება. ჩვენ ვაპირებთ, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ოფიციალურად ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება იოლი გზა, ეს იქნება რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი, მაგრამ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ერთიანი ძალისხმევით ეს გახდეს შესაძლებელი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები