“ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, “ასტრაზენეკას” პირველი დოზები საქართველოში მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს.

მისივე თქმით, რა დოზებზეა კონკრეტულად საუბარი, ჯერ დაზუსტებული არ არის.

“ასტრაზენეკას” ქვეყანაში შემოსატანად ხელს არაფერი გვიშლის, ის შემოვა ჩვენთან. ამ შემთხვევაში, ყველა მხარე უკვე გამართულია და “ასტრაზენეკას” პირველი დოზები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს. ამ კვირაში ჩვენ ვასრულებთ თანხის გადარიცხვას “იუნისეფისთვის”, რომ პირველი დოზები მოგვაწოდოს. რამდენი იქნება პირველი დოზა, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის. გეგმის მიხედვით, პირველ ყოვლისა, მიღებული დოზებით სამედიცინო პერსონალი აიცრება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები