მეუფე ნიკოლოზი: სახელმწიფოში ოპოზიციის არსებობა ჯანსაღი მოვლენაა
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სახელმწიფოში ოპოზიციის არსებობა ჯანსაღი მოვლენაა.
მისივე თქმით, ურთიერთპატივისცემა უმნიშვნელოვანესია.
“ჩემი ოცნებაა სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელიც როგორც ჩანს, ადვილი მისაღწევი არ არის. ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ აშშ-ს რის ფასად, როგორი სისხლის ფასად დაუჯდა სამართლებრივი სახელმწიფო. ეს არ უნდა იყოს სიძულვილზე დამყარებული. ჩვენ ერთმანეთი არ უნდა გვძულდეს. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული აზროვნებისა. ოპოზიციის არსებობა სახელმწიფოში ჯანმრთელი მოვლენაა”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.